პროექტის მიზანია ემიგრანტებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, მათი ენობრივი უნარების განვითარება და ქართულ კულტურასთან დაახლოება.
გაკვეთილი ტარდება ონლაინ, კვირაში ერთხელ, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ქართულ ენას, კითხულობენ ტექსტებს, ეცნობიან ქართულ მწერლობას, კულტურასა და ტრადიციებს. სწავლება ხდება თანამედროვე მეთოდით, რომელიც მორგებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებასა და ინტერესს.
მეცადინეობები მოიცავს კითხვას, წერას, საუბრის პრაქტიკას და ტექსტების განხილვას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ქართულ ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ასევე ყურადღება ექცევა ქართულ კულტურულ ღირებულებებსა და ეროვნულ იდენტობას.
პროექტი ხელს უწყობს ემიგრანტებში ქართული ენის შენარჩუნებას, ცოდნის გაღრმავებას და ერთმანეთთან კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.
საბაზისო დონე, სადაც ბავშვები თამაშითა და მარტივი აქტივობებით ეცნობიან ქართულ ანბანს, კითხვისა და წერის პირველ ნაბიჯებს. გაკვეთილები მოიცავს ლექსებს, პატარა მოთხრობებსა და შემოქმედებით დავალებებს, რაც ენისადმი ინტერესსა და სიყვარულს აყალიბებს.
ამ ეტაპზე მოსწავლეები ავითარებენ კითხვისა და წერით უნარებს. ვკითხულობთ ასაკისთვის შესაბამის ტექსტებს, ვსწავლობთ გრამატიკის საბაზისო წესებს და ვმუშაობთ სიტყვიერ და წერით გამოხატვაზე.
მოსწავლეები უფრო სიღრმისეულად ეცნობიან ქართულ გრამატიკას, კითხულობენ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს და სწავლობენ ტექსტის გააზრებას, გადმოცემასა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.
გაკვეთილები ორიენტირებულია ენის სწორ გამოყენებაზე, გრამატიკის განმტკიცებაზე და ტექსტების შინაარსობრივ განხილვაზე. მოსწავლეები მუშაობენ წერით დავალებებზე, ესეებზე და ტექსტის გააზრებაზე.
უფრო მაღალ დონეზე განვიხილავთ ქართულ ენასა და ლიტერატურას: ლიტერატურული ტექსტების ანალიზი, არგუმენტირებული წერითი ნაშრომები და ენის სტილისტიკური თავისებურებები. ყურადღება ექცევა აკადემიური წერის განვითარებას.
კურსი მორგებულია ზრდასრულ ემიგრანტებზე, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა. გაკვეთილები მოიცავს საუბრის პრაქტიკას, გრამატიკას, კითხვისა და წერის უნარების განვითარებას ყოველდღიური და კულტურული თემების განხილვის საშუალებით.
პლატფორმა
Google Classroom
Google Drive
Google Meet
Individual Space for Classwork
Link to join Class
სწავლების მეთოდი
ჩვენი აკადემიური გუნდი
სოფიკო ძნელაძე
ქართული ენისა და ლიტერატურის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი